, , . , .

გამოცდილება

ეიფორია ძლიერი, სასიამოვნო მღელვარების, ბედნიერების განცდაა.

2019 წელს, თბილისში დაარსდა ღვინის კომპანია „ეიფორია“.  კომპანია აწარმოებს ღვინოებს ტრადიციული ქართული და ევროპული მეთოდით, ასევე ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს ჭაჭას.

ვარდისფერი მშრალი

შავკაპიტო ქვევრი 2021

ვარდისფერი მშრალი ღვინო დადუღებულია და დავარგებულია ქვევრში. გამოირჩევა ბროწეულის და ჟოლოს ტონებით. ეხამება სალათებს და თეთრ ხორცს. სასურველია მიირთვათ 12-14 °C-ზე.

თეთრი მშრალი

ჩინური-გორული მწვანე 2020

 ღვინოს ახასიათებს მწიფე ნესვის, მინდვრის ყვავილებისა და მწვანე ვაშლის არომატები. ეხამება სალათებს, მსუბუქ ყველს, თევზეულს და სხვა ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 10-12 °C-ზე.

ქარვისფერი მშრალი

რქაწითელი-მწვანე ქვევრი 2019

ღვინო გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით და ჯიშური არომატებით. ეხამება ღორის მწვადს, ხბოს ხორცს, სტეიკს და დავარგებულ ყველს. სასურველია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

ვარდისფერი მშრალი

თავკვერი როზე 2021

ღვინოს ახასიათებს კოწახურის, კენკრის და მარწყვის ტონები. ეხამება ხილს, სალათებს და ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 8-10 °C-ზე.

წითელი მშრალი

საფერავი 2020

გამოირჩევა ალუბლის, კენკრის ტონებით და ხალისიანი მჟავიანობით. ეხამება ფრინველის ხორცს და გულ-ღვიძლს. უმჯობესია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

Previous
Next
პროდუქცია

„ეიფორია“-ს ძირითადი მიმართულება 8000 წლიანი, ქვევრის ღვინის უნიკალური ქართული მეთოდია. კომპანია აწარამოებს ღვინოს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მრავალფეროვანი ჯიშის ყურძნისგან.
სიახლეები

ქართული ღვინის ფესტივალი ნორვეგიაში

ნორვეგიის დედაქალაქში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ღვინის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო 14 ქართული კომპანიის საუკეთესო

ვრცლად

ჩვენი დიდი წარმატება USA Spirits Ratings 2024-ზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ რეალური ხარისხი – ამიტომ ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ ჩვენს პროდუქტებს ცნობილ საერთაშორისო

ვრცლად