2021 წლის 15 აგვისტოს ჭაჭის სადეგუსტაციო კონკურსი „მეფის რჩეული“ ჩატარდა. კონკურსი ორ ნომინაციაში ტარდებოდა. ეს ნომინაციები იყო, კლასიკური თეთრი და მუხის კასრში დავარგებული ჭაჭა. კონკურსში სხვდასხვა ქართული მარანი მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით მეღვინეობა „ეიფორია“-ს კლასიკურ, თეთრ ჭაჭას ვერცხლის მედალი მიენიჭა.