12-13 მაისს, ნიუ-იორკის შტატში, ორგანიზაცია Saperica-ას ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა საფერავის რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საფერავის და რქაწითელის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. კომპანია შათირი ჯგუფმა უზრუნველყო ქართული მცირე მარნების მონაწილეობა ფესტივალში.
ფესტივალს სტუმრობდნენ ამერიკელი ენოლოგები, სომელიეები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ღვინის მაღაზიების და რესტორნების წარმომადგენელები.
ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა საფერავმა.