ქართული ღვინის ფესტივალი ნორვეგიაში

ნორვეგიის დედაქალაქში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ღვინის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო 14 ქართული კომპანიის საუკეთესო ღვინოები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სომელიეები, ღვინის ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები და HoReCa სექტორის პროფესიონალები.
ჩვენმა წარდგენილმა ღვინოებმა უცხოელ სტუმრებში დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. სიამაყით ვადევნებდით თვალს, როგორ ეცნობოდნენ უცხოელი სტუმრები ქართული ღვინის უნიკალურ არომატებსა და მის მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას.