W i n e s

„ეიფორია“-ს ძირითადი მიმართულება 8000 წლიანი, ქვევრის ღვინის უნიკალური ქართული მეთოდია. კომპანია აწარამოებს ღვინოს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მრავალფეროვანი ჯიშის ყურძნისგან.

- 2 0 1 9

ღვინო გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით და ჯიშური არომატებით. ეხამება ღორის მწვადს, ხბოს ხორცს, სტეიკს და დავარგებულ ყველს. ღვინო გაუფილტრავია და შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი ლექი. სასურველია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

2 0 1 9

ღვინო გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით და ჯიშური არომატებით. ეხამება ღორის მწვადს, სტეიკს და დავარგებულ ყველს. ღვინო გაუფილტრავია და შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი ლექი. სასურველია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

- 2 0 2 0

თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფელ ვაჩნაძიანში გაშენებული ხიხვისა და ქისის ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა მინდვრის ყვავილებისა და თეთრი ქლიავის ტონებით. ეხამება სალათებს, ყველს, ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 10-12 °C-ზე.

- 2 0 2 0

ღვინოს ახასიათებს მწიფე ნესვის, მინდვრის ყვავილებისა და მწვანე ვაშლის არომატები. ეხამება სალათებს, მსუბუქ ყველს, თევზეულს და სხვა ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 10-12 °C-ზე.

ღვინო გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით და ჯიშური არომატებით. ეხამება მწვადს, საქონლის შემწვარ ხორცს და დავარგებულ ყველს. ღვინო გაუფილტრავია და შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი ლექი. სასურველია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

2 0 2 0

წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფელ კაკაბეთში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა ალუბლის, კენკრის ტონებით და ხალისიანი მჟავიანობით. ეხამება ფრინველის ხორცს და გულ-ღვიძლს. უმჯობესია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა ალუბლის, კენკრის, მუხის და ვანილის ტონებით. ეხამება მწვადს, საქონლის ხორცს და დავარგებულ ყველს. უმჯობესია მიირთვათ 16-18 °C-ზე.

ვარდისფერი მშრალი ღვინო დამზადებულია ქართლის რეგიონში, სოფელ ოკამში გაშენებული შავკაპიტოს ჯიშის ყურძნისგან. ღვინო დადუღებულია და დავარგებულია ქვევრში. გამოირჩევა ბროწეულის და ჟოლოს ტონებით. ეხამება სალათებს და თეთრ ხორცს. სასურველია მიირთვათ 12-14 °C-ზე.

თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო გამოირჩევა მწიფე მსხლის, ატმის და ტროპიკული ხილის ტონებით. ეხამება ყველს, სალათებს, ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 12-14 °C-ზე.

- 2 0 2 1

ღვინო დადუღებულია და დავარგებულია ნაწილობრივ ჭაჭაზე, იმერული წესის მიხედვით. ღვინო გამოირჩევა მსხლის, ვაშლის და ციტრუსების არომატებით. ეხამება თევზეულს, ყველს, ბოსტნეულს და ხილს. ღვინო გაუფილტრავია და შეიძლება გაიკეთოს ბუნებრივი ლექი. სასურველია მიირთვათ 12-14 °C-ზე.

ვარდისფერი მშრალი ღვინო დამზადებულია ქართლის რეგიონში, სოფელ ოკამში გაშენებული თავკვერის ჯიშის ყურძნისგან. ღვინოს ახასიათებს კოწახურის, კენკრის და მარწყვის ტონები. ეხამება ხილს, სალათებს და ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 8-10 °C-ზე.

2 0 2 1

თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო გამოირჩევა მწიფე მსხლის, ატმის და ტროპიკული ხილის ტონებით. ეხამება ყველს, სალათებს, ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 12-14 °C-ზე.