ჩვენი “ქისი-ხიხვი-რქაწითელი-მწვანე ქვევრი 2021” პრესტიჟული გერმანული გამოცემის Wein+Markt-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოხვდა, რომელიც საუკეთესო ქართულ ღვინოებს ეძღვნება!
სტატიაში საუბარია ქართული მეღვინეობის კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ. ამავდროულად, „Wein+Markt“ მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ივნისის თვეში ჩატარებული დეგუსტაცია-კონკურსის შედეგად შერჩეულ 50-მდე ქართულ ღვინოზე.
ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით „Best of” გერმანიის ქალაქ კიოლნში 16 ივნისს გაიმართა.
სულ კონკურსზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 72 კომპანიის ღვინის 100-მდე ნიმუში. პროფესიონალმა ჟიურიმ ე.წ. „ბრმა დეგუსტაციის“ საფუძველზე ჩვენი ღვინო სხვა ქართულ 47 საუკეთესო ღვინოსთან ერთად გამოარჩია და ახლა ის გერმანელი ექსპერტებისა და მკითხველის ყურადღების ცენტრშია.
ეს არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარებისკენ!
სრულად სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.