კონკურსი ჩატარდა DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით და მასში წარმოდგენილი იყო 100 იმერული ღვინო. საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირება მოახდინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ღვინის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონკურსზე შესაძლებელი იყო 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინის წარმოდგენა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.
საერთაშორისო სტანდარტის შეფასების მიხედვით, ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა, 1 – დიდი ოქრო, 16 – ოქრო, 29- ვერცხლი, და 2 სპეციალური პრიზი საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინოებისათვის.
ჩვენმა “ქვევრის ციცქა (მუხა)” განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და მორიგი ოქროს დამსახურებული მფლობელია.