ღ ვ ი ნ ო ე ბ ი
„ეიფორია“-ს ძირითადი მიმართულება 8000 წლიანი, ქვევრის ღვინის უნიკალური ქართული მეთოდია. კომპანია აწარამოებს ღვინოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მრავალფეროვანი ჯიშის ყურძნისგან.

ჩინური-გორული მწვანე 2020
ღვინოს ახასიათებს მწიფე ნესვის, მინდვრის ყვავილებისა და მწვანე ვაშლის არომატები. ეხამება მსუბუქ ყველსა და სალათებს. სასურველია მიირთვათ 10-12 °C-ზე.

ჩინური-გორული მწვანე 2021
დამზადებულია ქართლის რეგიონში, სოფელ ოკამში მოყვანილი ჩინურისა და გორული მწვანის ჯიშის ყურძნებისგან. გამოირჩევა ციტრუსოვანი ხილის, ვაშლის, ნესვის, ატმისა და მინდვრის ყვავილების ტონებით. ეხამება მსუბუქ ყველსა და სალათებს.

ხიხვი-ქისი 2020
ღვინო გამოირჩევა მინდვრის ყვავილების, ატმისა და თეთრი ქლიავის ტონებით. ეხამება ყველს, სალათებს და ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 10-12 °C-ზე.

ხიხვი-ქისი
თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფელ მატანში და ქალაქ ახმეტაში გაშენებული 2022 წლის მოსავლის ხიხვის ჯიშისა და სოფელ კონდოლში გაშენებული 2021 წლის მოსავლის ქისის ჯიშის ყურძნებისგან. ღვინო გამოირჩევა მწიფე მსხლის, გარგრისა და ატმის ტონებით. ეხამება ყველს, სალათებს და ზღვის პროდუქტებს.

რქაწითელი 2021
თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო გამოირჩევა მწიფე მსხლის, ატმის და ტროპიკული ხილის ტონებით. ეხამება ყველს, სალათებს, ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 12-14 °C-ზე.

ცოლიკოური 2022
თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია იმერეთის რეგიონში, სოფელ მეორე სვირში გაშენებული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან,
კლასიკური მეთოდით. ღვინო გამოირჩევა ანანასის, მსხლის, ვაშლის, ლიმონის, მარაკუიას
ტონებით და ხალისიანი მჟავიანობით. ეხამება ყველს, სალათებს და ზღვის პროდუქტებს.

გორული მწვანე-ციცქა 2022
თეთრი მშრალი ღვინო დამზადებულია ქართლის რეგიონში, სოფელ ოკამში გაშენებული გორული მწვანისა და იმერეთის რეგიონში, სოფელ მეორე სვირში გაშენებული ციცქას ჯიშის ყურძნებისგან. ღვინო გამოირჩევა ვაშლის, ბანანისა და ანანასის ტონებით. ეხამება ყველს, სალათებს და ზღვის პროდუქტებს.

თავკვერი როზე 2021
ვარდისფერი მშრალი ღვინო დამზადებულია ქართლის რეგიონში, სოფელ ოკამში გაშენებული თავკვერის ჯიშის ყურძნისგან. ღვინოს ახასიათებს კოწახურის, კენკრის და მარწყვის ტონები. ეხამება ხილს, სალათებს და ზღვის პროდუქტებს. სასურველია მიირთვათ 8-10 °C-ზე.

ციცქა-ცოლიკოური ქვევრი 2021
ღვინო დადუღებულია და დავარგებულია ნაწილობრივ ჭაჭაზე, იმერული წესის მიხედვით. ღვინო გამოირჩევა მსხლის, ვაშლის და ციტრუსების არომატებით. ეხამება თევზეულს, ყველს, ბოსტნეულს და ხილს. სასურველია მიირთვათ 12-14 °C-ზე.

რქაწითელი-მწვანე ქვევრი 2019
ღვინო გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით და ჯიშური არომატებით. ეხამება ღორის მწვადს, ხბოს ხორცს, სტეიკს და დავარგებულ ყველს. ღვინო გაუფილტრავია და შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი ლექი. სასურველია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

ქისი-ხიხვი-რქაწითელი-მწვანე ქვევრი 2021
ქარვისფერი მშრალი ღვინო გამოირჩევა მწიფე გარგრის, ტროპიკული ხილის, ჩირებისა და კომშის ტონებით. ეხამება დავარგებულ ყველს, მწვადსა და სტეიკს. სასურველია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

ხიხვი ქვევრი 2022
ქარვისფერი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, ქალაქ ახმეტაში გაშენებული ხიხვის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, ქვევრში. ღვინო გამოირჩევა მწიფე ვაშლის, ქლიავის ჩირისა და ციტრუსოვანი ხილისტონებით. ეხამება დავარგებულ ყველს, მწვადსა და სტეიკს. სასურველია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

ქისი ქვევრი 2022
ქარვისფერი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფელ ოჟიოში გაშენებული ქისის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, ქვევრში. ღვინო გამოირჩევა ატმის, გარგრის, თაფლისა და ბუშმალის ტონებით. ეხამება დავარგებულ ყველს, მწვადსა და სტეიკს.

ციცქა ქვევრი-კასრი 2023
ღვინო დამზადებულია იმერეთის რეგიონში, სოფელ სვირში გაშენებული ციცქას ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო დადუღებული და დავარგებულია იმერული წესის მიხედვით, ნაწილობრივ ჭაჭაზე პირველ ეტაპზე ქვევრში, შემდგომ კი მუხის კასრში. ღვინო გამოირჩევა მსხლის, ლიმონის, ვანილის, ნაღებისა და მუხის არომატებით. ღვინო ეხამება ზღვის პროდუქტებს, სუშისა და ციტრუსის სალათებს.

ოცხანური საფერე ქვევრი-კასრი 2023
წითელი მშრალი ღვინო, დამზადებულია იმერეთის რეგიონში, სოფელ სვირში გაშენებული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო დადუღებული და დავარგებულია პირველ ეტაპზე ქვევრში, შემდგომ კი მუხის კასრში. ღვინო გამოირჩევა შავი ქლიავის, ბეგქონდარას, შავი პილპილისა და
შოკოლადის არომატებით. ღვინო ეხამება შემწვარ ხბოს ხორცს, საქონლის ხორცსა და ლობიოს.

საფერავი მუხა 2020
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფელ კაკაბეთში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა ალუბლის, კენკრის ტონებით და ხალისიანი მჟავიანობით. ეხამება ფრინველის ხორცს და გულ-ღვიძლს. უმჯობესია მიირთვათ 14-16 °C-ზე.

საფერავი ქვევრი 2022
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, სოფელ კონდოლში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, ქვევრში. ღვინო გამოირჩევა კენკროვანი ხილის, მწიფე ბლისა და ქლიავის ტონებით. ეხამება დავარგებულ ყველს, მწვადსა და სტეიკს.

შავკაპიტო ქვევრი 2022
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ქართლის რეგიონში, სოფელ ოკამში გაშენებული შავკაპიტოს ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, ქვევრში. ღვინო გამოირჩევა მოცვის, მწიფე მაყვლის, მარწყვისა და ვარდის ტონებით. ეხამება ყველს, ორაგულსა და ფრინველის ხორცს.

ოჯალეში-უსახელოური-ოცხანური საფერე ქვევრი 2021
ღვინო დამზადებულია სამეგრელოს რეგიონში, სოფელ სალხინოში გაშენებული ოჯალეშის,
ლეჩხუმში, სოფელ ოყურეშში გაშენებული უსახელოურისა და იმერეთის რეგიონში, სოფელ მეორე
სვირში გაშენებული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნებისაგან, ტრადიციული ქართული
მეთოდით, ქვევრში. გამოირჩევა ალუბლის, მაყვლის, სხვა კენკროვანი ხილის ტონებით და ხალისიანი მჟავიანობით. ეხამება დავარგებულ ყველს, მწვადსა და სტეიკს.

უსახელოური ქვევრი 2022
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ლეჩხუმში, სოფელ ზუბში გაშენებული უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, ქვევრში. ღვინო გამოირჩევა ალუბლის, მაყვლის, მოცვის, კენკროვანი ხილის
ტონებით და ხალისიანი მჟავიანობით. ეხამება ყველს, მწვადსა და სტეიკს.